The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯორჯიო გომელსკი

ჯორჯიო გომელსკი
Date of birth:28 February, 1934
Date of death:13 January, 2016  (at 81 years)
Burial location:ნიუ-იორკი, აშშ
Category:Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა საქართველოში, გაიზარდა შვეიცარიაში, ხოლო შემდეგ ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში, ბოლოს კი - აშშ-ში. დედა წარმოშობით მონტე-კარლოდან ყავდა, მამა კი მედიცინის დოქტორი იყო. 1938 წელს ოჯახმა დატოვა საქართველო და სირიის, ეგვიპტისა და იტალიის გავლით 1944 წელს დასახლდნენ შვეიცარიაში, სადაც ადრე სწავლობდა გომელსკის მამა; 10 წლის ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ იტალიაში ცხოვრობდა, აღმოაჩინა ძველი გრამაფონი და ჯაზის რამდენიმე ჩანაწერი, ამის შემდეგ მან სერიზულად მოკიდა ხელი ჯაზის შესწავლას; 1967 წელს დააარსა Marmalade Records-ი, სადაც ჩაწერა მომავალში ჯგუფ 10cc-ის წევრები: გრემ გულდმენი, კევინ გოდლი და სტიუარტ კრიმი. ასევე თანამშრომლობდა ჯგუფებთან: Rolling Stones, Led Zeppelin, Yardbirds, Soft Machine, Gong და Magma. Marmalade Records-ი დაიხურა 1969 წელს; კინემატოგრაფისტი, იმპრესარიო, მუსიკალური პროდიუსერი და მენეჯერი; Crawdaddy Club-ის მფლობელი.
წყარო: kvira.gefmabkhazia.com


Share: