The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ კაციტაძე

Date of birth:13 January, 1905
Date of death:19 May, 1989  (at 84 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მუხლი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1932 წელს.

1932 წლიდან, ვასილ კაციტაძემ თავისი საქმიანობა საქართველოში პროფილაქტიკური მედიცინის განვითარებას და უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიურ საქმიანობას მიუძღვნა; 1939 წლიდან, ჯერ თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის, ხოლო შემდეგ თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრის გამგეა; 1948–1972 წლებში იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტის დეკანი; მისი მრავალირცხოვანი ნაშრომები შეეხება კვების, კომუნალური ჰიგიენის, შრომის ჰიგიენის საკითხების მეცნიერულ კვლევებს და ამ დარგების განვითარებას; ვასილ კაციტაძე ავტორია ქართულ ენაზე გამოცემული ჰიგიენის პირველი სახელმძღვანელოებისა; "ზოგადი ჰიგიენა" (1942 წ.), "სამხედრო ჰიგიენა" (1950 წ.), "კვების ჰიგიენა" (1957 წ.), "რადიაციული ჰიგიენა" (1968 წ.). შემდგომ წლებში ეს სახელმძღვანელოები არაერთხელ გამოიცა; 1950 წელს დაიცვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1951 წლიდან პროფესორია. ჰიგიენისტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 444

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

Bibliography

  • ჰიგიენა (Author) // ნაწ. 1. - თბილისი, განათლება, 1983. - 466გვ.
  • ჰიგიენა : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდ. (Author) // ნაწ. 2 : რადიაციული ჰიგიენა, სამხედრო ჰიგიენა, ჰიგიენის მეთოდური პრაქტიკუმი. - თბილისი, განათლება, 1975. - 339 გვ.
  • რადიაციული ჰიგიენის საკითხები : ექიმ-ლექტორის დასახმარებლად (Author). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1969. - 136გვ.
  • კვების ჰიგიენა : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის (Author). - თბილისი, განათლება, 1967. - 405გვ.
  • სამხედრო ჰიგიენა : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდ. (Author). - თბილისი, ცოდნა, 1964. - 124გვ.

Share: