The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ მანჯავიძე

ნიკოლოზ მანჯავიძე
Date of birth:1960  (65 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის სპეციალობით 1982 წელს.

ამავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში ელმავლების საკონსტრუქტორო გამოსაცდელ ჯგუფში ელექტროზეინკლად, ხოლო ორი წლის შემდეგ გადაიყვანეს ამავე ჯგუფში ელმავლების მემანქანე-გამომცდელად. 1984 წელს ჩაირიცხა რკინიგზის ტრანსპორტის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო 1985 წელს მიიღეს რკინიგზის ტრანსპორტის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ელექტრიფიკაციის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1988 წელს ასპირანტურის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა ამავე განყოფილებაში მეცნიერ თანამშრომლად, 1988-1993 წწ. იყო თბილისის საწარმოო გაერთიანება "ელმავალმშენებლის" სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ელექტრული სქემების განყოფილების სექტორის ინჟინერ-კონსტრუქტორი, ამავე საკონსტრუქტორო ბიუროს ელექტრული სქემებისა და მონტაჟის განყოფილების სექტორის უფროსი, შემდეგ კი - განყოფილების უფროსის მოადგილე. 1993 წელს იგი დანიშნეს სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს  მთავარ ინჟინრად, 1999 წელს ეს ბიურო გადაკეთდა შპს "ელექტროტრანსპორტპროექტად" და ნ. მანჯგალაძე დაინიშნა მის დირექტორად. 2005 წლიდან იყო სააქციო საზოგადოება "ელმავალმშენებლის" საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.153

Awards and Honors

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1998-2000 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - "მუდმივი დენის ოთხღერძიანი მაგისტრალური ელმავლის შექმნა და სერიულ წარმოებაში დანერგვა"
  • 2002 - საქართველოს საპატიო რკინიგზელი

Share: