The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი კვანჭახაძე

გივი კვანჭახაძე
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 1995  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1951 წელს; თსსი–ის შრომის ჰიგიენის კათედრის ასპირანტურა 1954 წელს.  
1954 წლიდან იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სან–ეპიდსადგურის სამრეწველო ჰიგიენის განყოფილების გამგე, ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენის და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანნამშრომელი, სოფლის მეურნეობის შრომის ჰიგიენის სექტორის და საწარმოო აეროზოლების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, თსსი–ის შრომის ჰიგიენის კათედრის ასისტენტი; 1986-1995წწ. იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის გამგე (ამჟამად თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტი), 1973-1994წწ. თსსი–ს სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტის დეკანი (ამჟამად თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი); საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანეპიდსამმართველოსთან არსებული სანეპიდსაბჭოს წევრი. ვტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შინაარსიც უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970). სამედიცინო მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო–პრაქტიკული კადრების მომზადების საქმეში გაწეული საქმიანობისთვის 1982 წელს დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ექიმი - ჰიგიენისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 649

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ჰიგიენისტთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე
  • საქარტველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1989-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: