The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ კოპალეიშვილი

ვახტანგ კოპალეიშვილი
Date of birth:26 December, 1954
Date of death:13 February, 2015  (at 60 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

ფეხბურთის თამაშ  დაიწყო 1966 წელს თბილისის სპორტინტერნატის საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელების — ვ. პანდელოვის და ვ. ელოშვილის ხელმძღვანელობით; 1973 წლიდან თბილისის "დინამოს" რიგებშია; იმავე წელს გუნდის სათადარიგო შემადგენლობაში დუბლიორთა საკავშირო პირველობის ორ შეხვედრას თამაშობს. რაც შეეხება გუნდის ძირითად შემადგენლობას, მის რიგებში პირველად 1975 წლის 1 ივნისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-9 ტურის კალენდარულ მატჩში, ლვოვის "კარპატის" წინააღმდეგ გამოდის მინდორზე; თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 84 მატჩი (2 გოლი), ხოლო საკავშირო თასის გათამაშების 16 მატჩი (1 გოლი) ჩაატარა; ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში "დინამოს" ღირსება 6 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 4 შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო 2 — უეფა-ს თასის გათამაშებაში; ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე; იცავდა თბილისის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიის" ღირსებას; ვიცე-ჩემპიონი (1977) და ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976) და ფინალისტი (1980) თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1976).

წყარო: წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.28

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1978 - სსრკ ჩემპიონი

Share: