The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ამირეჯიბი

Other name:Федя
А. Петроний  (Pseudonym)
Онже  (Pseudonym)
Скальпель  (Pseudonym)
აბისელი  (Pseudonym)
ამბი  (Pseudonym)
Date of birth:23 October, 1875
Date of death:4 February, 1935  (at 59 years)
Category:Engineer, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აბისი, გორის მაზრა.

სწავლობდა თბილისში, დები ტიზენგაუზენების პანსიონში და თბილისის III გიმნაზიაში, საიდანაც კონფლიქტის გამო გარიცხეს, მიუხედავად იმისა, რომ დირექტორი მარტინოვსკი მის მხარეს იყო. შემდეგ ქუთაისის გიმნაზიაში ჩააბარა სიმწიფის გამოცდები და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, მაგრამ გზად სტუდენტი იოსელიანი დაემგზავრა, რომელიც გერმანიაში, სამთო აკადემიაში სწავლობდა. გიორგი ამირეჯიბმა გზაშივე შეცვალა გადაწყვეტილება და გერმანიაში წავიდა, სადაც დაამთავრა ქ. ლეობენის სამთო აკადემია (Berg-Academia Leoben) ავსტრიაში.

სწავლის შემდეგ, 6 წელი მუშაობდა ბაქოს ნავთის სარეწებში. 1905 წლის მიწურულს, თბილისში, ქართველთა და საერთოდ ამიერკავკასიის ერთა ინტერესების დამცველ ნაციონალურ-დემოკრატიულ, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ლიტერატურულ-პროგრესულ-ოპოციზიურ გაზეთ "Возрождение"-ში დაიწყო მუშაობა (გამოიცემოდა პ. ი. თუმანიშვილის მესვეურობით). გიორგი ამირეჯიბი ამ გაზეთში მუდმივად მუშაობდა, ხან ფაქტობრივად რედაქტორობდა კიდეც. 1908-1909 წწ. მისი რედაქტორ-გამომცემლობით გამოდიოდა ასეთივე შინაასრის გაზეთი "Закавказское обозрение" - ქართველი ბურჟუაზიის მსოფლმხედველობის გამომხატველი. 1910-1917 წწ. მუშაობდა (1911 წელს, ერთხანს რედაქტორობდა კიდეც) "Закавказская Речь"-ში, რომელიც ქართველი ბურჟუაზიის და თავადაზნაურობის მემარცხენე ფრთის გამოცემად იყო მიჩნეული და მათ მისწრაფებებს ქართულის არამცოდნეთ, უმთავრესად რუსეთის ფართო საზოგადოებას აცნობდა, ხოლო 1917-1920 წწ. განახლებულ "Возрождение"-ში მუშაობდა. 1918-1921 წლის 25 თებერვლამდე თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ გაზეთ "грузия"-ში, იმავე დროს ამ გაზეთის არაოფიციალური გამომცემელი იყო. გიორგი ამირეჯიბი წერდა პუბლიცისტურ, პოლემიკურ და სხვ. წერილებს, აგრეთვე თანამშრომლობდა "ცნობის ფურცელში", "ნიშადურში", "თემში" და სხვ. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, როგორც ინჟინერ-მშენებელმა, ტყიბულში დიდი საავადმყოფო (ტექნიკის ყოველგვარი თანამედროვე  მოთხოვნილებასთან შეფარდებით) და წყალსადენი ააგო, ცაგერში გაიყვანა წყალი და ააშენა აბანო, სვანეთში - სოფ. ლაშხეთში ააგო სკოლა და პირველმა გაკვალა მესტიამდე გასაყვანი გზა. მისი მეუღლე იყო ჟურნალისტი მარიამ სტეფანეს ასული მელიქიშვილი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.142

Bibliography

  • ხიდის ჩატეხა : მოულოდნელი უბედურება (Author). - თბილისი, მაქსიმე შარაძის სტ., 1892. - 7გვ.

Share: