შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი უშიკიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახმეტა. დაამთავრა თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელობის უნივერსიტეტი. 1993 წლიდან იყო მოსწავლეთა სასახლის ქართული ფოლკლორის მასწავლებელი; 1993-1997წწ. ხალხური სიმღერების შემსწავლელი სკოლის პედაგოგი; 1995-1997წწ. საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობის ბავშვთა გუნდისა და 1997-2003წწ. ანსამბლ "ლაშარის" ლოტბარი; 2004 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი. საუკუნის წინანდელი ჩანაწერებით აღადგინა უნიკალური ქართული ხალხური სიმღერები ანსამბლ "ლაშართან" ერთად და გამოსცა კომპაქტ-ალბომის სახით. 2008 წელს დაარსა ქართული ფოლკლორული რადიო. 2004-2013წწ. ხელმძღვანელობდა ფოლკორის სახელმწიფო ცენტრს. 2013 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში, სადაც საავტორო ფოლკ-რუბრიკას უძღვება; მისი საშუალებით გაიცნო მსმენელმა უძველესი ავთენტური ქართული სიმღერები და ცეკვები, რომელიც 2017 წელს 250 გვერდიანი წიგნის და დივიდის სახით გამოსცა, სადაც ასახულია 60 ფოლკლორული ავთენტური ანსამბლი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. მუსკალური ტელეპროექტის "მხოლოდ ქართული"-ს ჟიურის წევრი (2017), ქართული ხალხური გუნდის ლოტბარი, საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.448; fortuna.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |