შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაგრატ მიკირტუმოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შინიხი, ბორჩალოს მაზრა. დაიბადა გლეხის ოჯახში. განათლება ოჯახში მიიღო. 1903-1916 წწ. მუშაობდა ქართულ გამომცემლობათა ამხანაგობის სტამბაში, სადაც ისწავლა ქართული წერა-კითხვა, აქედანვე ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ. მისივე აღნიშვნით, სტამბაში მუშაობამ მის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა. 1907-1917წწ. მუშაობდა პარტიის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის სამეურნეო სექციაში და სხვადასხვა პარტიულ კომისიებში. 1912 წელს მონაწილეობდა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში თბილისის გუბერნიის მუშების ამომრჩევლად. არჩევნებში მუშათა ხმა მისცა კარლო ჩხეიძეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. შედიოდა ეროვნული საბჭოს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციაში. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება. სოციალ-დემოკრატი ინტერნაციონალისტი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.276 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |