The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა გავაშელი

გოჩა გავაშელი
ოფიციალური სახელი:გიორგი გავაშელი
დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1947
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1997  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.

1966 წელს საკლუბო კარიერა პროფესიონალური კარიერა დაიწყო  თბილისის "ლოკომოტივში", სადაც არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია; 1967 წელს გადავიდა სხვა თბილისურ კლუბში "დინამოში", ჩაატარა 183 მატჩი და მოწინააღმდეგის კარი 48 ჯერ აიღო; 1968 წლის საკავშირო პირველობაზე გატანილი 22 გოლით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირის სახელი დაიმკვიდრა საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში; 1976 წელს გახდა სსრკ–ს თასის მფლობელი, გარდა ამისა მან ჩაატარა 4 მატჩი და 1 გოლი გაიტანა უეფა-ს თასის (1973/1974 წლების) გათამაშების პირველი წრის (1/32 ფინალი) მატჩში სოფიის "სლავიის" წინააღმდეგ; ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის "ლოკომოტივისა" და "დინამოს" წევრი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (თბილისის "დინამო", 1967, 1969, 1971, 1972); სსრკ თასის ფინალისტი (1970), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1968, 22 გოლო).წყარო: კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; დინამო თბილისი: fcdinamo.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - სსრკ სპორტის ოსტატი

გააზიარე: