შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი არველაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1999 წელს და მაგისტრატურა 2000 წელს; საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტი სპეციალობით სახელმწიფოს მართვა. 1998-2000წწ. თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე არსებული საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ანალიტიკური ცენტრი. 2000-2001წწ. მუშაობდა საქართველოს პარლმენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უფროს სპეციალისტად. 2001-2003წწ. პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი; 2002-2003წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2003-2004წწ. საქართველოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი-საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანი; 2004-2005წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005-2006წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; 2006-2008წწ. ეკონომიკური განვითარების მინისტრი; 2009 - "ჯორჯიან მედია ჰოლდინგის" გენერალურ დირექტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 69; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |