შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტახირ არველაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტყავის ნაკეთობათა ფაკულტეტი. 1971-1980წწ. თბილისის მოდელური ფეხსაცმლის ფაბრიკის მუშა, ინჟინერი, პარტბიუროს მდივანი; 1980-1982წწ. საქართველოს კპ თბილისის საქარხნო რაიკომის პარტკომისიის თავმჯდომარე, მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე; 1982-1983წწ. თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1983-1984წწ. საქართველოს კპ ცკ საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი, ინსპექტორი; 1984-1989წწ. თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე; 1989-1991წწ. საქართველოს ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1992წწ. საქართველო-ამერიკის ერთობლივი საწარმოს გენერალური დირექტორი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №1.6 სამგორის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ., 2015.-გვ. 69; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |