The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ჩინჩალაძე

მიხეილ ჩინჩალაძე
Date of birth:23 July, 1913
Date of death:20 February, 2011  (at 97 years)
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ტყემლოვანა, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.
1949 წელს ჩაირიცხა განათლების სამინისტროს პედაგოგიკის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ასპირანტურაში აკადემიკოს ვარლამ თოფურიას ხელმძვანელობით; დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მალე იგი უფროს მეცნიერ-მუშაკად დაამტკიცეს; 1960 წლიდან ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების, პედაგოგიკისა და მეთოდიკათა ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს; არჩეული იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს, ფილოლოგიისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის საბჭოების წევრად, განათლების სამინისტროს დაწყებითი განათლების სასწავლო-მეთოდიკური საბჭოს თავმჯდომარედ, ჟურნალ "ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულ სკოლებში" სარედაქციო საბჭოს წევრად;  იყო 250-ზე მეტი სამეცნიერო-მეთოდიკური ნაშრომისა და სასკოლო სახელმძვანელოების ავტორი. დაჯილდოებული იყო მრავალი სიგელით და 8 მედლით. დოცენტი (1961), პროფესორი.

წყარო: მიხეილ ჩინჩალაძე - 90 : პროფესორ მ. ჩინჩალაძის ბიოგრაფია და პედაგოგიური მოღვაწეობა //საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის მოამბე . - თბილისი, 2004. - N7. - გვ.8-10წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.183

Member of Organizations

  • საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემია, ერთ-ერთი დამფუძნებელი, აკადემიკოსი (1995-2011)

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 2000 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1997 - ღირსების მედალი
  • 1974 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: