The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ცხოვრებაძე

გიორგი ცხოვრებაძე
Date of birth:23 February, 1999  (26 years)
Category:Inventor, Manufacturer

Biography

2012 წელს,  გახდა Facebook თამაშ Stick Run-ის დიზაინერი, რომელსაც 50,000,000-ზე მეტი მოთამაშე ჰყავს. რამდენიმე თვის შემდეგ, დაიწყო თამაშების შექმნა Facebook-ის პლატფორმაზე, ერთ-ერთი მაგალითია "Fly and Smash", რომელსაც 100,000 თვიური მოთამაშე ჰყავდა, ხოლო თამაშის გვერდმა 400,000-ზე მეტ "მოწონებას" მიაღწია; 2016 წელს, მან და ორმა ტუნისელმა პროგრამისტმა, შექმნეს თამაში "Wild Ones Remake", რომელმაც მალევე მიიპყრო მოთამაშეების ინტერესი; თამაშს ამჟამად მილიონზე მეტი მოთამაშე ჰყავს და Facebook-ის "Top Games"-ის სიაში იმყოფება; 
სტარტაპი გიორგი ცხოვრებაძე RehabGlove-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც 2016 წლის ნოემბერში დაფუძნდა; RehabGlove არის კომპანია, რომელიც ქმნის ინსულტის სარეაბილიტაციო ხელთათმანებს. დაარსების შემდეგ, RehabGlove-მა მოიპოვა მრავალი აღიარება ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა Microsoft და Seedstars; 2017 წლის დეკემბერში, Microsoft-მა RehabGlove დაასახელა "საუკეთესო ინოვაციად ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში", ხოლო Seedstars-მა "ყველაზე პერსპექტიული სტარტაპი საქართველოში"; 2017 წელს კომპანია წარმოდგენილი იყო Mobile World Congress-ზე ბარსელონაში, საქართველოს სახელით და მოხვდა 10 საუკეთესო სტარტაპს შორის; კომპანია საქართველოს სახელით წარსდგება Seedstars World Summit-ზე შვეიცარიაში; ცნობილია სტარტაპ RehabGlove-ითა და ინტერნეტ თამაშით "Wild Ones Remake".


Share: