The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო ალიხანიშვილი

ვანო ალიხანიშვილი
ოფიციალური სახელი:ივანე ალიხანიშვილი
სხვა სახელი:ვანო გურული
შავი ბიჭი  (ფსევდონიმი)
ხუნხუზა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1882  (144 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1894 წელს ბათუმის როშტილდის ქარხანაში იყო ზეინკლის თანაშემწე, მონაწილეობდა არალეგალურ წრეებში. სააგიტაციო მასალის გავრცელების გამო, 1894 წელს ბათუმიდან გამოაძევეს, შემდეგ მუშაობდა თბილისის იარალოვის ქარხანაში. 1895 წლიდან ტერორისტთა ჯგუფში არალეგალური მუშაობისთვის საგუბერნიო ციხეში ჩასვეს, საიდანაც 1896 წელს გაიპარა და ბაქოში არალეგალურად ცხოვრობდა. 1898 წელს დიდუბეში უბნის უფროსის დაჭრისთვის, სხვებთან ერთად შეიპყრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, მოახერხა ოდესაში გაქცევა, სადაც ერთი ტერორისტული საქმის გამო  შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. ოდესის უბნის უფროსის წყალობით მისი წამების ამბავი რევოლუციონერთა შორის გახმიანდა, მათ მოახერხეს ვანო ალიხანიშვილის განთავისუფლება და ხალხოსან ხინჩუკის დახმარებით სამკურნალოდ ქალთა მონასტერში მოათავსეს. მკურნალობის შემდეგ სამუშაოდ ლოძში გააგზავნეს, სადაც ბრალი პოლონეთის გუბერნატორზე თავდასხმაში დასდეს, შეიპყრეს და როგორც სრულწლოვანი (სხვისი პასპორტის მიხედვით) სისხლის სამართლის კანონით გაასამართლეს, მაგრამ ექსპერტთა წყალობით, რაკი მცირეწლოვნობა დაუმტკიცდა, 10 წელი კატორღა გადასახლებით შეუცვალეს და სამარის ციხეში გაგზავნეს, იქიდან ირკუტსკში, საიდანაც ამერიკაში გადავიდა. მალე ვარშავაში დაბრუნდა და ქარხანაში დაიწყო მუშაობა. 1900 წელს ფინეთის გუბერნატორის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის პასუხისგებაში მისცეს, 16 წლით კატორღა მიუსაჯეს, გასაჩივრებისთვის - 8 წელი და შლისცბერგის ციხეში ჩასვეს, საიდანაც ზერელის საშუალებით გაიპარა და სამუშაოდ თბილისში ჩამოვიდა, თბილისიდან ამხანაგების მიერ ერთი საქმის შესასრულებლად ტაშკენტში გაიგზავნა, სადაც შეიპყრეს უცხოელი სოციალ-დემოკრატების პროკლამაციების და კომუნისტური მანიფესტის გავრცელებაში ბრალდებით, ომსკის გუბერნიაში გადაასახლეს. 1902 წელს გარეკახეთში ტერორისტების ჯგუფი შექმნა. მონაწილეობდა 1905 წლის განმათავისუფლებელ მოძრაობაში. რევოლუციის შემდეგ გვარდიის შტაბში და სამხედრო სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა. მენშევიკური მთავრობის დროს ოპოზიციური მუშაობისათვის, როგორც გადატრიალების ორგანიზატორი, 4-ჯერ შეიპყრეს. 1921 წელს, ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ემიგრაციას საზღვარგარეთ გაჰყვა, სადაც ოპოციური მუშაობა განაგრძო - საბჭოთა ხელისუფლებასთან შერიგებას და გატანილი ქონებით სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვდა. საქართველოში 1925 წელს დაბრუნდა. საერთოდ, სიკვდილით დასჯა 3-ჯერ ჰქონდა მისჯილი, გაროზგეს 14-ჯერ, პასუხისგებაში მისცეს 76-ჯერ. სტამბოლში დაწერა "რამ დაგვღუპა და რა გვიხსნის?!" (სტამბოლი, 1922 წელი ; მეორედ გამოიცა თბილისში, 1926 წელს). რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.119; gurianews.comhi-in.facebook.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: