შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემზარ ფაჟავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1994 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2013 წელს. 1994-1997წწ. იყო ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დისციპლინების კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1997 წლიდან სამეგრელოს სამხარეო-სამეცნიერო ცენტრის ბიბლიოთეკის დირექტორი, 1998 წლიდან დირექტორის მოადგილე სამუზეუმო დარგში, 1999 წლიდან სწავლული მდივანი, განყოფილების გამგე, 2000-2004წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2004წწ. ევრო-კავკასიური თანამშრომლობის ასოციაციის პრეზიდენტი; 2004-2005წწ. საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში (ფოთი, აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ხობის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე; 2019-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპეისტიკის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი; 2022 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; მრავალი სამეცნიერო ნაშროის ავტორი. სოციალური მეცნიერებების დოქტორი (2013). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.452; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |