The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ისაკ ალხანაშვილი

Date of birth:1 August, 1865
Date of death:17 January, 1950  (at 84 years)
Category:Laborer, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის მაზრა.

მუშაობდა რკინიგზის სადგურ ფონაში მეისრედ, ეწეოდა თვითგანათლებას. 1895 წლიდან დადიოდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წრეში, სადაც 4 თვე დაჰყო. აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში, პირველ პიველმაისობებში, თავის ბინაზე მართავდა ფარულ კრებებს, ავრცელებდა პროკლამციებს, არალეგალურ ლიტერატურას, საქართველოს სხვადასხვა დაბა-ქალაქებში აგიტაცია-პროპრგანდისთვის რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა (უმთავრესად იროდიონ ევდოშვილს). 1897 წელს უზენაესმა სასამართლომ ისაკ ალხანაშვილი გაასამართლა, როგორც "უღმერთო და ხელმწიფის უარმყოფელი" და დააპატიმრეს. 1900 წელს, ავლაბარში საპირველმაისო კრების მზადების დროს, მიხა დარჩიაშვილის ოჯახში გაიცნო იროდიონ ევდოშვილი. 1902 წელს, ოპერის თეატრთან დროშის აფრიალებისათის და კიშინიოვის დარბევის ფურცლების გავრცელებისთვის დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1904 წელს, იროდიონ ევდოშვილთან ერთად, თბილისში-მალაკნების (ფიროსმანის) ქუჩის №52 გახსნა ღვინის სარდაფი "ბოდბისხევი", სადაც რკინიგზის დეპოს და სხვა სახელოსნოების მუშები სამეცადინოდ იკრიბებოდნენ. ამ სარდაფში იროდიონ ევდოშვილი, ანტონ განჯისკარელი (1869-1929) და სხვები, ვითომ "თამადები" ან "შემოსწრებული სტუმრები", დამსწრე მუშებს თავისი ლექსებით და სიტყვებით თვითმპყრობლობის წინააღმდეგ ამხედრებდნენ. 1905 წელს ისაკ ალხანაშვილი ერთ-ერთი კრების ჩატარების დროს დააპატიმრეს, მაგრამ საგაფიცვო ბიუროს მოთხოვნით გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ იგი მუშაობდა ხაშურში ვაგონების გადამბმელად. 1908 წელს ისაკ ალხანაშვილის რედაქტორობით გამოიცა სოციალ-დემოკრატიული ყოველდღიური გაზეთი "ცისკარი" (№1 გამოვიდა პარასკევს, 17 იანვარს. გამოცემა 15 ნომრის გამოსვლის შემდეგ, 27 იანვარს შეწყდა), რომელიც მთავრობამ დახურა ჭოლა ლომთათიძის წერილების ("სარჩობელაზე") გამო, ხოლო ისაკ ალხანაშვილს 129-ე მუხლით 4 თვით ციხე მიუსაჯა. მუშა-რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, ორგანიზატორი, რევოლუციური ლექსების მკითხველი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.131

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , ნამდვილი წევრი (1904-1910)

Share: