The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე მიქელაძე

Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Politician

Biography

1918 წლის 27 ნოემბერს, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე, კ. მიქელაძეს დაევალა, დაეწერა საქართველოს მომავალი კონსტიტუციის ერთ-ერთი თავი - "მოხელეთა უფლება-მოვალეობანი". დებულების პროექტი საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს 1920 წლის 24 მაისს. მთავარი მომხსენებელი იყო თავად დებულების ავტორი კ. მიქელაძე. კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტში მიქელაძის პროექტი "სახელმწიფო მოხელენი" მე-15 თავად შევიდა. 1918 წელს საქართველოს მთავრობამ დასტამბა კ. მიქელაძის წიგნი: "დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია და პარლამენტარული რესპუბლიკა", რომელიც იმთავითვე საკონსტიტუციო კომისიისათვის იყო განკუთვნილი. აღნიშნულ წიგნში იგი მიმოიხილავს კონსტიტუციონალიზმის არსებით საკითხებს. ესენია: კონსტიტუცია, კონსტიტუციის მიღების ფორმები, მოხელეთა უფლებები, ადგილობრივი თვითმმართველობა, სახელმწიფო კონტროლი, სამართლებრივი სახელმწიფო, ძირითადი უფლებები, მოქალაქეობა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, სახელმწიფოს ფუნქციები, სახელმწიფოს ნიშნები, სახელმწიფო მმართველობის ფორმები, სახელმწიფო სუვერენიტეტი, პარლამენტი, პარლამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა, სასამართლო, სასამართლო კონტროლის ფორმები, ადმინისტრაციული იუსტიცია, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, აღმასრულებელი ხელისუფლება - მთავრობა, პრეზიდენტი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კ. მიქელაძე იყო ამიერკავკასიის გზათა სამინისტროს იურისტ-კონსულტი (1910-1918), საქართველოს გზათა (მიმოსვლის) სამინისტროს იურისკონსულტი (1918 წლის 1 ივნისიდან 1921 წლის თებერვლამდე). მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის სამინისტროს მენარდეების ანგარიშის კომისიაში, პეტერბურგის საოლქო სასამართლოს პალატაში, პეტერბურგის კომერციულ სასამართლოში (1918 წლის 27 ივნისიდან). იყო ჩრდილო-დასავლეთ რკინიგზის სამმართველოს იურისკონსულტის თანაშემწე, ჩრდილოეთ კავკასიის მთავრობის მომარაგების კომიტეტის საქმეთა ხელმძღვანელი. კ. მიქელაძე ემიგრაციიდან აღარ დაბრუნებულა. მისი შთამომავლები თბილისში ცხოვრობენ. საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიების წევრი, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.278 


Share: