The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ მოსეშვილი

დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1968  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გუბი, ქუთაისის მაზრა.

1902 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება და დატოვებული იქნა ქიმიის კათედრაზე.

1919 წელს მოიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა არაორგანული ქიმიის კათედრას, სადაც მუშაობდა 1965 წლამდე. მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში არაორგანული და ანალიზური ქიმიის სწავლების საქმეს. იგი იკვლევდა საქართველოს ტერიტორიაზე (ქანებში, ნიადაგში, წყლებში) მიკროელემენტების გავრცელების საკითხებს. დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენითა და მედლებით. პროფესორი (1920).

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.284


გააზიარე: