შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ ლიპარტელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ლენტეხი. დაამთავრა საქართველოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. მოპოვებული აქვს მსოფლიო თასებზე ხუთი ოქროს მედალი; ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2016, რიო-დე-ჟანეირო). ევროპის სამგზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), მეორე (2009, 2010, 2013. 2021) და მესამე (2011) პრიზიორი. ევროპის ჩემპიონი (2010, 2012–2014, 2016), მესამე პრიზიორი (2011) გუნდურ შეჯიბრში. ევროპის თამაშების მეორე პრიზიორი (2015, 2019) და ასევე მეორე პრიზიორი გუნდურ შეჯიბრში (2015). მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის მეორე (2013, 2017–2018) და მესამე (2014, 2015, 2021) პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონი (2008, 2013) და მესამე პრიზიორი (2014) გუნდურ შეჯიბრში. მსოფლიოს თასის ხუთგზის მფლობელი (2008–2010, 2012, 2017). "დიდი მუზარადის" ხუთგზის გამარჯვებული (2012–2013, 2015, 2018–2019) და მეორე პრიზიორი (2022). მსოფლიო ჩემპიონი (2008) და ევროპის ორგზის ჩემპიონი (2007–2008) ახალგაზრდებს შორის. ძიუდოისტი. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: დელეგატი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.378; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |