შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა მახვილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო - სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1982 წელს; მენეჯერთა სკოლა მშენებლობის მენეჯერის სპეციალობით 1990 წელს. 1982-1987 წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს - "მშენინდუსტრიის" კონსტრუქტორად; 1987-1990 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად; 1990-1991 წწ. ტრესტ "კავგვირაბმშენის" IV სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1991-1994 წწ. ტრესტ "ექსპომშენის" სამმართველოს უფროსად; 1994-1996 წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ცენტრის - "მშენინდუსტრიის" მთავარ კონსტრუქტორად; 1996-1998 წწ. საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის მთავარ ინჟინრად; 1998-1999 წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მთავარ ინჟინრად. 1999 წლიდან არის ESM-ის თბილისის საბაზო სკოლა-ლიცეუმის დირექტორი. 2014 წლიდან საწარმო "ინდუსტრიის" დირექტორი. ინჟინერ-მშენებელი, მშენებლობის მენეჯერი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.159; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 623 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |