შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელა პატარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ენების განყოფილება 1984 წელს. 1986 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში; 2006-2007წწ., როგორც მიწვეული ლექტორი თსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე კითხულობდა კურსს "აკადემიური წერა"; 2008 წელს კონკურსის წესით არჩეულ იქნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ–პროფესორად; მისი სამეცნიერო ინტერესები სამი მიმართულებით ჩამოყალიბდა: ქართული მატიანეების სტრუქტურა, იდეოლოგია და ტიპოლოგია; ქართული იდენტობის პრობლემა ისტორიულ ჭრილში, აწმყოში და მომავლის პერსპექტივაში, რომელსაც მიუძღვნა სტატიების სერია და გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერის ენტორნი დ. სმითის წიგნის "ნაციონალური იდენტობა" თარგმანი; ქართლის გაქრისტიანების პრობლემები იდეოლოგიურ და სოციალურ ჭრილში; ილიას უნივერსიტეტში უაღრესად ხანმოკლე მანძილზე აქტიურ მონაწილეობას იღებდა აკადემიურ ცხოვრებაში: ბაკალავრიატში უძღვებოდა ლექციის კურსს "საქართველოს ისტორიოგრაფია", მისი ავტორობით შეიქმნა საბაკალავრო სწავლების პროგრამა ისტორიაში, მონაწილეობა მიიღო სამაგისტრო პროგრამის "ძალაუფლება და კულტურა" შექმნაში საავტორო კურსებით და "ქართული იდენტობა" და "ძალაუფლების ლეგიტიმაცია"; იყო "ეროვნული ფონდის" გრანტის "კოლექტიური კულტურული იდენტობა რელიგიური მოქცევის კონტექსტში: ქართული მაგალითის კვლევა და განზოგადებანი" (2007–2008) ხელმძღვანელი, თანაავტორი VII და X კლასების ისტორიის სახელმძღვანელოსი (2006); თავისი კვლევის შედეგები მან ერთგვარად შეაჯამა მონოგრაფიაში "პოლიტიკური და კულტურული იდენტობანი IV-VIII სს-ის ქართულ ერთობაში: "ქართლის ცხოვრების" სამყარო" (2009), რომელიც მისი ბოლო ნაშრომი გამოდგა. საკანდიდატო დისერტაცია თემა - "სამყაროს სურათი ქართულ ადრექრისტიანულ წერილობით წყაროებში (ცხორებაჲ წმიდისი ნინოჲსი)", დაიცვა 1991 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |