შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუჯერი ჩირგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა - მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ - მექანიკოსის სპეციალობით 1962 წელს. 1962-1966 წწ. უშაობდა სოხუმის ფიზიკა - ტექნიკის ინსტიტუტში კონსტრუქტორად; 1966-1969 წწ. ქიმიური მრეწველობის პოლიმერული მასალების გადამუშავებისა და გამოყენების საპროექტო ბიუროს სექტორის უფროსად; 1969 წელს - საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მექანიზაციის ტრესტის მთავარ სპეციალისტად; 1969-1976 წწ. ამავე სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1977 წლიდან - სამეცნიერო-საპროექტო ტექნოლოგიური ინსტიტუტის - "მშენინდუსტრიის" მთავარ ინჟინრად. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.162 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |