The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედუარდ ფუტკარაძე

ედუარდ ფუტკარაძე
Date of birth:21 May, 1962  (62 years)
Category:Economist, Public official, Mathematician, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დღვანი, შუახევის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1983 წელს; ლონდონის უნივერსიტეტი 1999 წელს.

იყო საშუალო სკოლის მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე, დირექტორი; კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფაკულტეტის დეკანი, პრორექტორი; სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს ეკონომიკის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი;აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2001). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.459


Share: