Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1990 წელს; ვენის დიპლომატიური აკადემია 1994 წელს. 1983-1985წწ. იყო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რეჟისორის ასიტენტი; 1985-1987წწ. გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1990-1993წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი, კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა განყოფილების უფროსი და სამმართველოს უფროსი; 1994-1995წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის, პარტნიორულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ჰუმანიტარულ ურთიერთობათა განყოფილების უფროსი; 1995-2000წწ. ქ. ათენში საქართველოს გენერალური საკონსულო, ვიცე-კონსული; საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთოს სამმართველოს უფროსი; 2000-2001წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთო-ს სამმართველოს უფროსი; 2001 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2001-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 2002-2004წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და დირექტორი; 2004-2006წწ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2005 წლიდან ნატო-სთან პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2011 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2016-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში. 2006-2011წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 2011-2015წწ. საგანგებო დავალებათა ელჩი, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2016-2017წწ. კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 2017 წლიდან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.464; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.154 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |