Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე აროშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვიანი, ლანჩხუთის რაიონი. 1896 წლიდან ბათუმში როშტილდის ნავთობის ქარხანაში მუშად მუშაობდა. რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1902 წლიდან, იყო სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის წევრი, რამდენჯერმე დაადანაშაულეს სამშობლოს ღალატსა და ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის მიღებისათვის, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1905 წლიდან მონაწილეობდა გურიის წითელი "მფრინავი რაზმის" შედგენაში. ივანე აროშიძე მონაწილეობდა თვითმპყრობლობის წინააღმდეგ იარაღის შეგროვებაში, ნასაკირალის უღელტეხილზე პლასტუნებზე თავდასხმაში, საჯავახო-ლანჩხუთის შუა რკინიგზის ლიანდაგის დანგრევასა და ბოგების აფეთქებაში და სხვ. 1907 წელს რსდმპ გურიის კომიტეტისაგან დაევალა ოზურგეთის მაზრის ყოფილი უფროსის, ერმოლოვის წინააღმდეგ ტერორის განხორციელება, რაც 5 აგვისტოს ალ. დგებუაძის დირექტივების თანახმად შეასრულა, დაპატიმრების შემდეგ რსდმპ კომიტეტი ციხიდან გაქცევაში დაეხმარა. სხვადასხვა დანაშაულებების გამო რუსეთის ციხეებში სულ 9 წელი გაატარა. პატიმართა ამბოხებაში პატიმართა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მისი თაოსნობით ნოვოროსიის ციხეში ციხის პირობების გაუმჯობესებისათის შიმშილობით გაფიცვა მოაწყო. ხშირად იყო ციხის საიდუმლო კომიტეტის თავმჯდომარე და მამასახლისი. ტყვეობიდან განთავისუფლდა რევოლუციის შემდეგ. აქტიურად ჩაება სასოფლო-საზოგადოებრივ მუშაობაში. მონაწილეობდა სოფელ ქვიანის რკინიგზის სადგურის დაარსებაში, სკოლისა და გზების მშენებლობაში. პერიოდულად გაზეთებში აქვეყნებდა კორესპონდენციებს. რევოლუციონერი, საზოგადო-სასოფლო მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.201
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |