შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დურმიშხან ტურაბელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. პიატიგორსკის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი პროვიზორის სპეციალობით 1956 წელს. 1956-1957წწ. მუშაობდა სტავროპოლის მხარის ქ. ქლუხორში N 146 აფთიაქის ჯერ რეცეპტორ-კონტროლიორად, შემდეგ კი - აფთიაქის მმართველის მოადგილედ; 1957-1958წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სააფთიაქო სამმართველოს ცენტრალური სააფთიაქო საწყობის კონტროლიორად, მიმღები განყოფილების გამგედ; 1962-1969წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1969-1975წწ. ინსტიტუტის მიკროანალიზის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1975-1981წწ. ფიტოქიმიის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1981-1997წწ. ლაქტონურ შენაერთთა ლაბორატორიის გამგედ, 1997-2003წწ. წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, 2003 წლიდან უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 2007 წლიდან ი. ქუთათელაძის ფარმაკიქიმიის ინსტიტუტის ლიპიდების და ანტრაქინონების ლაბორატორიის გამგე. ფარმაციის აკადემიური დოქტორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.178; თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი: geokip.net ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |