Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ქათამაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა კიევის კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1987წწ. იყო სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტის სასწავლო განყოფილების ინჟინერი, ზოგადი იურიდიული დისციპლინების კათედრის სასწავლო კაბინეტის უფროსი; 1987-1988წ. მსახურობდა სსრკ-ს შეიარაღებულ ძალებში; 1988-1993 წწ. სასწავლო კაბინეტის უფროსი, უფროსი პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი, კათედრის უფროსის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ზოგადი იურიდიული დისციპლინების კათედრის უფროსი; 1993-1994წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; 1995-1998წწ. იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 1998-2000წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 2000-2007წწ. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2001-2003წწ. უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკასა და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2007-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2009-2013წწ. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში. 2008-2009წწ. სს "საქართველოს ბანკის" საერთაშორისო განვითარების დირექტორი; 2013-2014წწ. კომპანია BETEK-ის მრჩეველი; 2014-2015წწ. TNK GLOBAL GROUP-ის პრეზიდენტი; 2015 წლიდან სრულიად უკრაინის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტი; 2020 წლიდან შპს PETRO OIL AND CHEMICALC – დირექტორი (შეთავსებით); 2020 წლიდან შპს "UKRAINIAN ENERGY SOLUTIONS 2018"-ის გენერალური დირექტორი. არის მთელი რიგი სამეცნიერო შრომების ავტორი. მიღებული აქვს ჯილდოები: შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი წარჩინებული მუშაობისთვის (1988), წმინდა სტანისლავის ორდენის III ხარისხის სარდლის ჯვარი (2001), წმინდა გიორგის მედალი "პატივი, დიდება, შრომა"(2002), უკრაინის ღირსების ორდენი (უკრაინის პრეზიდენტის 2006 წლის 19 აპრილის ბრძანებულების საფუძველზე), იაროსლავ ბრძენის ორდენი (უკრაინის პრეზიდენტის 2007 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე). უკრაინის გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის ხელმძღვანელი. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (უკრაინა, 1991). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.465; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.155 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |