Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ინა კორენევა-ჟორდანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბერდინო, ორლოვის გუბერნია. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1902 წელს. დაიბადა მღვდლის ოჯახში. მომავალი მეუღლე 1903 წელს, პარიზში გაიცნო. 1904 წელს საქართველოში დაქორწინდა ნოე ჟორდანიაზე. ახალგაზრდობიდანვე შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი პარტიული ფსევდონიმით "თამარი". ქმართან ერთად აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. გარკვეული პერიოდი იყო მენშევიკური ფრაქციის ბაქოს კომიტეტის წევრი. 1905 წელს ბაქოში მეფის ჟანდარმერიამ დააპატიმრა, თუმცა ფეხმძიმობის გამო, ექიმთა შუამდგომლობით, გაათავისუფლეს. რუსეთის მეოთხე დუმის არჩევნების დროს ხელმძღვანელობდა არჩევნებში გამარჯვებულ სოციალ-დემოკრატ მათე სკობელევის საარჩევნო კამპანიას, რის გამოც მას აეკრძალა კავკასიაში ცხოვრება და გადასახლდა მოსკოვში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კვლავ აგრძელებდა აქტიურ პარტიულ და საზოგადოებრივ საქმიანობას. 1917 წლის ბოლოს სოციალ-დემოკრატიული სიით მონაწილეობდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, როგორც მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ოლივერ უორდროპის ცნობით, ის ხელმძღვანელობდა "ქალთა საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობისათვის". ნოე რამიშვილის და აკაკი ჩხენკელის ცოლებთან - მარო რამიშვილთან და მაკრინე ჩხენკელთან ერთად აწყობდა კულტურულ საღამოებს გაჭირვებულთა და ავადმყოფ ბავშვთა დასახმარებლად. ხელს უწყობდა ქალთა განათლების წახალისებასა და სამკითხველოების გახსნას. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, დამფუძნებელი კრების მანდატით, შვილებთან ერთად ემიგრაციაში გაჰყვა მეუღლეს. შემდგომ პერიოდშიც აქტიურად აგრძელებდა საზოგადოებრივ საქმიანობას. ემიგრაციული წრეების გასაძლიერებლად და გაჭირვებულთა დასახმარებლად პარიზში აწყობდა საქველმოქმედო საღამოებს, რომლისგანაც შემოსული თანხებით ტუბერკულოზისა და სხვა მძიმე დავადებების მქონე ქართველ ემიგრანტებს ეხმარებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში გახდა საფრანგეთის სოციალისტური პარტიის (SFIO) წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას მეუღლე. სოციალ-დემოკრატი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.322 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |