The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოფიო რომანიშვილი-დგებუაძისა

სოფიო რომანიშვილი-დგებუაძისა
Legal name:სოფიო რომანიშვილი
Date of birth:1878
Date of death:1929  (at 51 years)
Category:Actor/Actress

Biography

1899 წელს სახალხო თეატრის სცენაზე პირველად გამოვიდა. მონაწილეობდა სპექტაკლში "დრონი მეფობენ" - ნატოს როლში, "ორ ობოლში" კი ასრულებდა ლუიზას. პარალელურად გამოდიოდა ნაძალადევის სცენაზე. რამდენიმე თვით გაემგზავრა რუსეთში. 1900 წელს დაბრუნდა საქართველოში, სახალხო სახლში დაიწყო მუშაობა და სცენას აღარ ჩამოშორებია. უბინაო სახალხო თეატრი მის სახლში მართავდა რეპეტიციებსა თუ გამგეობის კრებებს. მისგანვე მოჰქონდათ წარმოდგენებისთვის საჭირო ინვენტარი. სახალხო თეატრთან ერთად აგრძელებდა მუშაობას. 1920 წლის 20 აპრილს ქართული წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობამ სახალხო სახლში სასცენო მოღვაწეობის 20 წლის იუბილე გადაუხადა.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.334


Share: