The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე მანგლელი (წმიდა იოანე)

Legal name:იოსებ სააკაძე
Date of birth:1668
Date of death:25 March, 1751  (at 83 years)
Burial location:თბილისის სიონის ტაძარი, მანგლისის ღვთისმშობლის ხატის წინ
Category:Religious leader

Biography

გარეჯის უდაბნოში ისწავლა მან მონაზვნური ცხოვრება; მალე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს, შემდეგ კი მანგლისის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად.
1724 წელს დარუბანდში წავიდა, ხის ეკლესია ააშენა და დაღესტანში ქადაგება დაიწყო; მთავრობას დარჩენია შეუმჩნევლად მისი მოციქულებრივი საქმიანობა; წმიდა მამამ ღვთისმშობლის შობისა და წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრები ააგო; 1737 წელს თავისი მოწაფეები დაღესტანში დატოვა, თვითონ კი ასტრახანში გადავიდა, ააგო წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, რომელიც 1746 წელს რუსეთის მთავრობამ მონასტრად გადააკეთა და არქიმანდრიტად იოანეს მოწაფე, ქართველი ბერი გერმანე დანიშნა; ასტრახანში იოანემ შეიტყო, რომ ყიზლარში მცხოვრებ ქართველებს ეკლესია არ ჰქონდათ. ისიც გაიგო, რომ ოსეთში ქრისტიანობას უჭირდა და ყიზლარს მიაშურა; იქ ქართველების დახმარებით ეკლესია ააგო და გახსნა სკოლა მქადაგებელთა მოსამზადებლად; წმინდანი.


Share: