Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეოდორ სპადე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ვინდავა, ლატვია. დაამთავრა რიგის პოლიტექნიკუმი, სანკტ-პეტერბურგის კადეტთა კორპუსი და საფრანგეთის საზღვაო აკადემია. I მსოფლიო ომის პერიოდში საზღვაო ოფიცრის რანგში მსახურობდა შავ ზღვაში დისლოცირებულ სამხედრო-საზღვაო ფლოტში, რომელიც ექვემდებარებოდა ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ ამიერკავკასიის, ბოლოს კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას. ბათუმის მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ნადეჟდა შველიძეზე (1917). მეთაურობდა ნაღმზიდს, აგრეთვე ჩქარმავალ კატერთა რაზმს. ქართველ მეზღვაურთა ნაწილთან ერთად ტყვედ ჩაუვარდა საქართველოში შემოჭრილ ოსმალეთის იმპერიის არმიას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორია მიიტაცა (1918). ექვსი თვე გაატარა ტყვეობაში, საიდანაც თავისმა მეუღლემ გამოისყიდა. 1920 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მსახურობდა ლატვიის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებში, რომელსაც 1931-1940წწ. ადმირლის რანგში ხელმძღვანელობდა. დაჯილდოებულია ლატვიის, საფრანგეთის, შვედეთის, პოლონეთის, ლიტვისა და ესტონეთის საპატიო სახელმწიფო ჯილდოებით. მისი მეუღლე ნ. შველიძე (გარდაიცვალა 1937 წელს) დიდ თანადგომას იჩენდა ლატვიაში მცხოვრებ ქართველთა საზოგადოების მიმართ. სსრკ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ლატვიის ოკუპაციის (1940) შემდეგ დააპატიმრეს. 1954 წელს, გათავისუფლების შემდეგ, გადაასახლეს ყაზახეთის ქ. თემირტაუში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. 2014 წლის ნოემბერში, ლატვიის პრეზიდენტ იანის ბერზინშის ოფი-ციალური ვიზიტისას, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელსაც ქართულ და ლატვიურ ენებზე აწერია: "ლატვიის სამხედრო ფლოტის ადმირალს თეოდორ სპადეს (1891-1970) საქართველოს სამხედრო ფლოტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის". საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.415; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ru.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |