Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ვინფრიდ ბედერი
Legal name: | ვინფრიდ ბოედერი |
Date of birth: | 2 April, 1937 |
Date of death: | 24 December, 2023 (at 86 years) |
Category: | Linguist |
Biography
დაბადების ადგილი: გერმანია.
სწავლობდა ფრაიბურგისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში.
1967 წელს გახდა ჰამბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი; 1972 წლიდან ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორია. ჰამბურგში იგი დაინტერესდა ქართული ენით. მისი მასწავლებელი იყო ნიკოლოზ ჯანელიძე, რომელიც ომამდე გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა; 30-ზე მეტი წელია, იკვლევს ქართული და სხვა ქართველური ენების პრობლემებს; მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: "ქცევა ქართულში" (1979), რომელშიც ბევრი სიახლე არის შენიშნული ქართული ზმნის ამ უაღრესად საყურადღებო კატეგორიის შესახებ; "და კავშირის ხმარების შესახებ ძველ ქართულ სალიტერატურო ენაში" (1983), სადაც ყურადღება არის გამახვილებული და კავშირის გამოყენების არაერთ სპეციფიკურ შემთხვევაზე. 1975 წელს ჰამბურგში დაიბეჭდა ვ. ბოედერის საყურადღებო გამოკვლევა "ქართული ანბანის ანალიზისათვის". მან განავითარა ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება ქართული გრაფემების გეომეტრიული პრინციპის მიხედვით აგების შესახებ და იგი საკმაოდ მწყობრ სისტემად წარმოადგინა; სპეციალური გამოკვლევები უძღვნა ქართულის, სვანურის სინტაქსის საკითხებს; არის ტექსტის ლინგვისტიკის ნამდვილი ვირტუოზი. შთამბეჭდავია მისი გამოკვლევები ძველი ქართულის პუნქტუაციური სისტემის, დაქარაგმების წესების შესახებ. გერმანელი მეცნიერი დაინტერესებულია ქართული ხალხური ეპოსის საკითხებით; მსოფლიოში აღიარებული ქართველოლოგია; მისი ძირითადი სპეციალობა ანგლისტიკაა; ასწავლის ინგლისურ ენას, მის ისტორიას, ზოგად ენათმეცნიერებას. წყარო: ქართული ენა : ენციკლოპედია.-თბ., 2008.-გვ.78; ქართული პრესის ელექტრონული არქივი: www.opentext.org.
Bibliography
|