Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ასლამაზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1882 წელს მიაბარეს ი. მარტიროსიანცის სტამბაში, სადაც წერა-კითხვაში გაიწაფა. ეწეოდა თვითგანვითარებას. 1891 წლიდან მუშაობდა თბილისისა და ბაქოს სტამბებში. 1902 წელს გაემგზავრა რუსეთში (როსტოვის, მოსკოვის, პეტროგრადის სტამბებშიც მუშაობდა), სადაც 1918 წლის მარტამდე დარჩა, ბოლო 7 წელი პეტროგრადის სახელმწიფო სამეცნიერო აკადემიის სტამბაში (სადაც 30 ენაზე მეტი შრიფტი მოიპოვებოდა) მუშაობდა. მწერლობა "ივერიაში" დაიწყო (1897, №203-ფელეტონი "შავნაბადა, ანუ მწყემსი თათარი", ლეგენდა). ლენინგრადში, აკადემიის სტამბაში მუშაობის დროს (1908-1910) წერილებს (უფრო თარგმანებს) "დროებაში" ათავსებდა ("მირტა და სერაფიონი", "ეგვიპტური ლეგენდა", 1909, №41) და სხვ. 1923 წლიდან წერა ჟურნალ "ჩირაღდანში" განაახლა. შემდეგ "კომუნისტში", "პროლეტარულ მწერლობაში", "მერცხალში", "მიზანში", "თეატრი და ცხოვრებაში" ("დავიწყებული პოეტის საფლავი", 1924, №20). წერდა პატარ-პატარა რევოლუციური შინაარსის მოთხრობებს, უმთავრესად მუშა ხალხის ცხოვრებიდან ("წითელი დროსა ფრიალებს!", "ოცდახუთი თებერვალი", "ნაძალადევის არწივნი", "ქარხნის დარაჯი", "ლუკმა-პურის ძებნაში", "ახალი ცხოვრების დასაწყისი", "თეთრი ჯვარი", "ჩვენები მოდიან", "სოფელი ზეიმობს", "მართლმსაჯულების მოლოდინი", "ბაქოს საიდუმლო", "ბედნიერი მამა", "ქურქიანი კაცი"). გამოუქვეყნებელი დარჩა თბილისის და სხვა ქალაქების ყოფა-ცხოვრების ამსახველი მემუარები -"სამოცი წლის მანძილზე". ცნობილია, როგორც მუშათა მოძრაობის, უფრო ნაძალადევის, მხატვრული მემატიანე. მისი შემოქმედება განიხილა პლატონ ქიქოძემ ("მუშა", 1927, 27 მარტი, №1303). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.215; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.20 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |