The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის უვაროვი

ბორის უვაროვი
Date of birth:5 November, 1888
Date of death:18 March, 1970  (at 81 years)
Category:Biologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ურალსკი, ყაზახეთი.

1895-1903წწ. სწავლობდა ურალსკის სამხედრო რეალურ სასწავლებელში; 1904 წელს ჩააბარა უმაღლეს სამთო სასწავლებელში, ეკატერინოსლავში; 1906 წელს დაიწყო სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც 1910 წელს დაამთავრა ზოოლოგის ხარისხით.

პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, ძირითადად, საქართველოში. იგი იყო საქართველოს მუზეუმის (ძველი კავკასიის მუზეუმი) ენტომოლოგი. 1919 წლის ოქტომბრიდან სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობით დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე. 1920 წელს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დავალებით ბაქოში გაემგზავრა ენტიმოლოგიის კოლექციის შესაფასებლად და შესაძენად. 1920 წელს სამუდამოდ წავიდა ინგლისში. ენტომოლოგი, ზოოგეოგრაფი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.430;      old.ihst.ru

Member of Organizations

  • ენტომოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ლონდონის სამეფო საზოგადოება, წევრი (1950-)

Share: