The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ქავთარაძე

მიხეილ ქავთარაძე
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:9 იანვარი, 2008  (102 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პოეტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

მონაწილეობდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში; 1927 წელს, 21 წლის ასაკში, შეუერთდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას საფრანგეთში; უცხოეთში ეწეოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას. მეორე მსოფლიო ომის წლებში გაწევრიანდა "ვერმახტის" ქართული ლეგიონის ქვედანაყოფების "თამარ I"-სა და "ბერგმანის" შემადგენლობაში; 1950-იანი წლებიდან მოყოლებული იყო ჟურნალ "ივერიის"  უკანასკნელი რედაქტორი; არის ავტორი მრავალი პუბლიკაციისა და ავტობიოგრაფიული რომანისა "იანიჩარები"; მისი ნაშრომები ფასდაუდებელ მასალას წარმოადგენს ამ ეპოქის მკვლევართათვის; 1991 წელს მან პარტიული რეგალიები გადასცა პარიზში სტუმრად მყოფ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს გიორგი ჭანტურიას; 76 წლის განმავლობაში იცხოვრა დასავლეთ ევროპაში და ამის მიუხედავად, მას ერთი დღეც არ უარსებია საქართველოს გარეშე. ამის ნათელი დადასტურებაა მისი მემუარები, პუბლიცისტური წერილები და ლექსები; 2003 წელს, 97 წლის ასაკში აუხდა ოცნება და სამშობლოში დაბრუნდა; იგი მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებულმა დაასრულა სიცოცხლე; 2007 წლის დეკემბერში, გამოაქვეყნა კიდევ ერთი ავტობიოგრაფიული ნაშრომი "ცხოვრების 100 წელი"; პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: გაზეთი კვირის პალიტრა: www.kvirispalitra.ge

ბიბლიოგრაფია

  • ცხოვრების 100 წელი : იანიჩარები, წერილები, თარგმანები, ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2007. - 544გვ.
  • იანიჩარები : ემიგრანტის მოგონებები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 2001. - 192გვ.
  • ნაწერები და სიტყვები : 1960 წლიდან 1991 წლამდე : მასალები ემიგრანტული პრესის მკვლევართათვის (ავტორი). - პარიზი, 1997. - 246გვ.

გააზიარე: