შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ხვადაგიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1981 წწ. მუშაობდა თბილისის გაერთიანებული სასწრაფო დახმარების კლინიკური საავადმყოფოს ექიმ-ინტერნად; 1981-1984 წწ. ცაგერის რაიონის პოლიკლინიკის ქირურგად; 1984-1986 წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის განყოფილების ექიმ-ორდინატორად; 1986-1987 წწ. ამავე განყოფილების ქირურგად; 1987-1988 წწ. თბილისის მე-2 კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ლაბორანტად; 1988-1990 წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტის პოლიკლინიკური განყოფილების ექიმ-უროლოგად, 1990-1993 წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი, 1993-1998 წწ. უფროსი, 1998-2001 წწ. წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი, 2001 წლიდან ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.183; ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი: urologycenter.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |