შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი (ამჟამად - სანქტ-პეტერბურგი). დამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური და გერმანული ენების სპეციალობით 1962 წელს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის კათედრაზე უფროს მასწავლებლად; 1984 წლიდან დაინტერესებული იყო გენეალოგიური კვლევებით; მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ ისტორიულ საგვარეულოთა სრულფასოვან, სისტემურ შესწავლას; შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ასზე მეტი ქართული ისტორიული გვარის გენეალოგიური ნუსხა, სათანადო კომენტარებითურთ; 1999–2003წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენეალოგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი; 2008-2009წწ. იყო ამავე ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების მიწვეული სპეციალისტი; 2010-2016წწ. საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის შტატგარეშე სპეციალისტი; ავტორია ქართული საგვარეულოების და გენეალოგიის შესახებ 11 წიგნისა და მრავალი სამეცნიერო სტატიისა; პედაგოგობასთან ერთად გახლდათ მოჭადრაკე, საჭადრაკო თეორეტიკოსი, გამოჩენილი მკვლევარ-გენეალოგი; FIDE-ს ოსტატი (1994); საერთაშორისო არბიტრი ჭადრაკში (2002); წლების განმავლობაში იცავდა საქართველოს სპორტულ ღირსებას სხვადასხვა სახის გუნდურ ჩემპიონატებში; თბილისის 4-გზის ჩემპიონი (1963, 1966, 1977, 1985); 1966 წლიდან მოყოლებული, თითქმის 30 წლის განმავლობაში ჭადრაკში აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა; მისი მოსწავლეები იყვნენ ქართველი მოჭადრაკეები: მაია ჩიბურდანიძე, ნინო გურიელი, ზურაბ აზმაიფარაშვილი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და მადლობა როგორც ჭადრაკის ფედერაციის, ისე სპორტკომიტეტის მხრიდან. საჭადრაკო თეორეტიკოსი, გენეალოგი. წყარო: გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალური ვებგვერდი: kvirispalitra.ge; nobility.pro ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |