The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ფაჩუაშვილი

დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1886  (138 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, ქუთაისის მაზრა.

დაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო სკოლაში მიიღო. შემდგომში სწავლობდა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, გაიარა სასწავლებელთან არსებული პედაგოგიური კურსები. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. 1907 წლიდან მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ოზურგეთის, შორაპნისა და ქუთაისის მაზრაში (მშობლიურ სოფელში). 1914 წელს მიიღო უმაღლეს დაწყებით სასწავლებლის მასწავლებლის წოდება. შემდგომში მასწავლებლად მუშაობდა ართვინში, სუფსასა და ლანჩხუთში. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პარტიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. 1918 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მხრიდან დასახელდა ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს განათლების კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით. იყო საკანდიდატო სიის მე-10 ნომერი. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება. ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.438-439

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)

გააზიარე: