The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ აუშტროვი

ანტონ აუშტროვი
Date of birth:1897
Date of death:25 April, 1936  (at 39 years)
Category:Translator, Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

პირველდაწყებითი და საშუალო განათლება ჩხარის ათწლედში მიიღო, უმაღლესი-ეჩმიაძინის აკადემიაში და სწავლის დამთავრებისთანავე (1917) სახალხო მასწავლებლობას შეუდგა. 1917-1918 წწ. მასწავლებლად მუშაობდა ონში, 1918-1919 წწ. ველისციხეში და სხვ. 1916 წლიდან ჩაება არალეგალურ რევოლუციურ მოძრაობაში. 1918 წელს კომპარტიის რიგებში შევიდა, როგორც წითელი პარტიზანელი, სამოქალაქო ომში მონაწილეობდა. პარტიული მუშაობისათვის დევნილი, რამდენჯერმე ციხეში იჯდა, გადასახლებული და სიკვდილმისჯილი იყო. საბჭოთა წყობილების დამყარებისთანავე ციხიდან განთავისუფლებული, სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე მსახურობდა. სამწერლო ასპარეზზე ჟურნალ "თეატრი და ცხოვრებაში" გამოვიდა. ქართულიდან სომხურად თარგმნა: ვაჟა-ფშაველას "საბავშვო მოთხრობები" (პროლეტარი: "კარმირ ნიღერი"), შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" (რამდენიმე თავი, "ანდერძი", "წერილი" ), იოსებ გრიშაშვილის "სამი სიმღერა" (ცალკე ალბომი), მიხეილ ჯავახიშვილის "მართალი აბდულაჰ", "არსენა მარაბდელი" (ნაწილი). ქართულად გამოსცა რამდენიმე საკუთარი ლექსი. გამოუქვეყნებელი დარჩა სომეხი პოეტის, ავეტიკ ისააკიანის "აბულ ალ მაჰარი". ქართველ-სომეხთა ერთობის მუშაკი, პარტიული მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.224


Share: