შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კალენიკე ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიაუმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრთას. 1917 წელს, რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაციონალისტურ ფრაქციაში. საგანმანათლებლო საქმის შესახებ აქვეყნებდა სტატიებს ფრაქციის გაზეთ "ალიონში". 1918 წელს ალიონის ფრაქციის სახელით შეყვანილ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ საბჭოში. იყო ეროვნული საბჭოს ალიონის ფრაქციის მდივანი. შედიოდა პარლამენტის განათლების, სამანდატო და საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში. 1919 წელს ალიონის ფრაქცია სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სრულად შეუერთდა. 1919-1921წწ. აგრძელებდა პედაგოგიურ საქმიანობას და მუშაობდა განათლების სამინისტროში. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. სოციალ-დემოკრატი (ალიონელი). წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.444 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |