The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელიტონ ქარცივაძე

მელიტონ ქარცივაძე
სხვა სახელი:ოსმან ბეი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რამდენიმე წელი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. იგი სარწმუნოებით მაჰმადიანი ქართველი იყო. თანამედროვენი მას ახასიათებენ, როგორც პატიოსან, თავმდაბალ და მეგობრულ ადამიანს. იგი იძულებული გახდა ოსმალეთში გახიზნულიყო, რადგან ბათუმის ფოსტის ექსპროპრიაციისთვის მთავრობას პასუხისგებაში ჰყავდა მიცემული. მიხაკო წერეთელთან ერთად პირველი წყალქვეშა ნავით საქართველოში ჩამოვიდა. საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრები (1914-1918წწ.) საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად აქტიურად იბრძოდნენ. ქართული ლეგიონის მიზნებსა და საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერას იზიარებდა გერმანიის კონსული ოსმალეთში ოტოფონ ლოსოვი, რომელმაც პრაქტიკულად ხელი შეუწყო საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის მომწიფებას. მიუხედავად იმისა, რომ ლეგიონი დამოუკიდებლობის აღდგენამდე დაიშალა, გერმანელები მაინც არ წყვეტდნენ საქართველოს მხარდაჭერას: კრესენშტაინის მეთაურობით საქართველოში შემოვიდა გერმანიის სამხედრო დანაყოფი, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, ლეგიონის ყოფილი წევრების მიერ საქართველოს რეგულარული არმიის ხელშეწყობასა და ინსტიტუციების განვითარებას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და განმტკიცების შემდგომ, 1918 წლის ივლისში, საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი დაიშალა, ხოლო მისმა წევრებმა საქართველოს ახლად დაბადებულ სახელმწიფოში განაგრძეს მოღვაწეობა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918 წლის 26 მაისი) ქართული სახელმწიფოს მშენებელთა რიგებში ჩადგა. ანგორაში მუსტაფა ქემალ ათათურქის მთავრობასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური კორპუსის წევრი იყო. მას, ზია-ბეგ აბაშიძესთან, ერთად სამხედრო ატაშეს პოსტი ეკავა. ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის აქტიური მებრძოლი. საზღვარგარეთ მოქმედი ორგანიზაციის "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" წევრი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.454


გააზიარე: