Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოლია ქარცივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გოგიეთი, ოზურგეთის მაზრა. ეკუთვნოდა "ალიონელ-ავტონომისტთა" ჯგუფს. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1920 წელს იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა არალეგალურ საქმიანობაში. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის პარიტეტული კომიტეტის წევრი (1922) და თავმჯდომარე (1923 წლიდან). დაპატიმრებული იყო ჩეკას მიერ (1923, 1924), შემდგომ კი - გადასახლებული (1934 წლამდე). მესამედ დააპატიმრეს 1937 წლის იანვარში. დაპატიმრებისას მუშაობდა საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის საგეგმო სექტორის უფროს ეკონომისტად. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეციალურმა სესიამ გაასამართლა 58-ე მუხლით და მიუსაჯა დახვრეტა. მისი მეუღლე თამარ შარაშიძე შუა აზიაში გადაასახლეს. რეაბილიტირებული იყო 1958 წელს. პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.454-455 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |