The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ქუთათელაძე

ვლადიმერ ქუთათელაძე
Date of birth:1871  (154 years)
Date of death:19??
Category:Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხონი, ქუთაისის გუბერნია.

დაწყებითი განათლება მშობლიურ ხონში მიიღო. შემდგომში სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1893 წელს დაასრულა. 1891 წელს მასწავლებლის შეურაცხყოფის გამო გარიცხეს გიმნაზიიდან. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1901-1905წწ. მუშაობდა თბილისის ოლქის ნაფიც ვექილთა კორპორაციაში. 1914 წელს გაიწვიეს ჯარში, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918 წელს დაბრუნდა სამშობლოში. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა დაწესებულებაში გამომძიებლად, მიწათმოქმედების სამინისტროს იურისკონსულტანტად. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ განყოფილებაში. 1920 წლის დეკემბერში დაინიშნა იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის, მოადგილედ. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.459

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატი, წევრი (1919-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

Share: