The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ აფხაზიშვილი

თამარ აფხაზიშვილი
დაბადების თარიღი:1881  (144 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

მონაწილეობდა სახალხო (მუშათა) და სასოფლო-საგლეხო წარმოდგენებში. 1898 წელს ქართული დრამატული თეატრის სცენაზე გამოვიდა ("ფული და ხარისხი", კნეინა ბაბალე). 1902 წლიდან სრულიად უფასოდ გამოდიოდა ავლაბრის (მურაშკოს), ხაშურის და სხვა თეატრის სცენაზე. 1923 წლიდან ზემო სვანეთში, სოფელ ბეჩოში იყო საბავშვო სახლის გამგე. მუშაობდა მესტიაში კლუბისა და სამკითხველოს გამგედ, იმავე დროს ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით უფასო წარმოდგენებს მართავდა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.229


გააზიარე: