The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შამილ ქორთოშიძე

შამილ ქორთოშიძე
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:მფრინავი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიკლო, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა საშუალო ტექნიკური სამოქალაქო საავიაციო სასწავლებელი 1989 წელს.

1991 წლიდან არის სამოქალაქო ავიაციაში; 1992-1994 წწ. იყო ეკიპაჟის მეთაური; 1994-1999 წწ. ავიოკომპანია "აისის" შვეულმფრენის ესკადრილიის მეთაური; 1999 წლიდან საქართველოს სასაზღვრო ავიაციის დაარსებიდან არის მისი ხელმძღვანელი. მიღებული აქვს მედალი "საბრძოლო მამაცობისთვის", სამახსოვრო მედალი "საქართველოს სასაზღვრო ძალები - 10 წელი", მედალი "საქართველოს სასაზღვრო ძალები 1992-2002", სამკერდე ნიშანი "დსთ-ს წევრობისა სახელმწიფო საზღვრის დაცვის წარჩინებისთვის". სპეც. დანიშნულების სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.472; გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალურ ვებგვერდი: kvirispalitra.ge;  წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.277

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
  • 1998 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    სამშობლოს დაცვისა და დამოუკიდებლობისათვისბრძოლაში გამოჩენილიმამაცობის, თავდადებისა და მხედრული ვალის მოხდისათვის

გააზიარე: