Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ნოზაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტი 1975 წელს; 1972 -1975 წწ. სწავლობდა თბილისის სახელწიფო უნივერტიტეტში - მეორად ფაკულტეტზე ფოტოგრაფია; 1978-1984 წწ. სწავლობდა მოსკოვის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, საოპერატორო ხელოვნების მაგისტრი. 1975-1978წწ. მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად რუსთავის საშუალო სკოლაში; 1982 წელს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ ოპერატორად; 1999-2004წწ. მემედ აბაშიძის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში; პერიოდულად მუშაობს სტუდია "ბასასტუდიო 123"-ში სოციალური და სარეკლამო კლიპების დამდგმელ ოპერატორად; 1998 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ხელმძღვანელობს კინო-ტელე ოპერატორებს, არის ასოცირებული პროფესორი და წარმომადგენლობითი საბჭოს ხელმძღვანელი. გადაიღო ფილმები: "ექსკურსია" (ირინა კვირიკაძე, 1981 ობერჰაუზენის სკფ პრიზი ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის. სტუდენტური ფილმების კონკურსში, 1982), "ბილიკი" (მ. მინდიაშვილი 1987), "სპირალი" (გ. ჭოხონელიძე 1990), "მერცხლები და ბეღურები" (დ. ურუშაძე 1991), "უძინართა მზე" (თ. ბაბლუანი 1992), "თბილისი ჩემი სახლია" (ე. ბადურაშვილი 1994), "უნამუსო" (გ. ხარებავა 1997) "ანთიმოზ ივერიელი" (ა. მაისურაძესთან ერთად, გ. ჭოხონელიძე 2001), "ორმო" (მ. ქაცარავა, 2002), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (ე. ბადურაშვილი, 2003), "მიდიოდა მატარებელი" (გ. შენგელაია, 2006), "იდიოტოკრატია" (ა. ვარსიმაშვილი, 2009), "გარიგება 20 წლის შემდეგ" (ზ. კოლელიშვილი, 2011). დოკუმენტური ფილმები: "სამკუთხა წრე" (ა. რეხვიაშვილი, 2001), "საქართველო ჩემს გულში" (რ. ბატატუნაშვილთან და ლ. პატარაიასთან ერთად. რეჟ. ზ. კოლელიშვილი 2001). კინოოპერატორი. წყარო: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: tafu.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |