Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სტეფანე მელიქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაიბადა ქართველი კათოლიკის, გიორგი მელიქიშვილის ოჯახში. სტეფანე მელიქიშვილის მშობლები გასული საუკუნის ორმოციან წლებში ახალციხიდან (მესხეთი) თბილისში გადმოსახლებულან. მთელი ოჯახი იმ ქართველ პატრიოტთა პატარა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებმაც დააარსეს პირველი კერძო სტამბა ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოსაცემად. ამ ჯგუფში გარდა მამა-შვილები მელიქიშვილებისა, იყვნენ ისტორიკოს-არქეოლოგი დიმიტრი ბაქრაძე, ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ღოღობერიძე და ვახტანგ თულაშვილი. სტეფანე მელიქიშვილი ვენაში გაგზავნეს სტამბის მოწყობილების შესაძენად და ქართული ასოების ჩამოსასხმელად. საქართველოს ჟურნალ-გაზეთები იმ შრიფტით იბეჭდებოდა, რომელსაც ვენის შრიფტი დაერქვა. ეს შრიფტი განირჩევა აკადემიური შრიფტისაგან. სტამბა გაიხსნა 1864 წელს. 1866 წლიდან იყო გაზეთ "დროების" გამომცემელი. პეტრე მელიქიშვილის უფროსი ძმა. საზოგადო მოღვაწე, გაზეთ "დროების" პირველი გამომცემელი, სტამბის დამაარსებელი საქართველოში. წყარო: მელიქიშვილები : გრიგოლი, სტეფანე, პეტრე, იოსები, ეკატერინე / რამაზ სურმანიძე.-თ,.,2003.-გვ.176 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |