The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ატო აღნიაშვილი

ატო აღნიაშვილი
Date of birth:1905
Date of death:September, 1920  (at 15 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Engineer, Translator, Athlete

Biography

ბავშვობა შვეიცარიაში გაატარა, სადაც ზედმიწევნით შეისწავლა ფრანგული ენა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროს, გიორგი ნიკოლაძის რჩევით, ფრანგულიდან თარგმნა ინჟინერ ჰ. რულესა და მ. ფრეშეს მონოგრაფია "ნომოგრაფიის კურსი" (გამოიცა გიორგი ნიკოლაძის რედაქტორობით). მისი ხელმძღვანელობით შრომის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მუშაობდა ფიზკულტურის წრეები, თითქმის შეუცვლელად ასრულებდა ვარჯიშების მსაჯის როლს და იყო მეთოდოლოგიური კომისიისა და სხვადასხვა სექციის აქტიური წევრი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელთა განყოფილების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მყინვარწვერზე მთამსვლელური განყოფილების ექსპედიციის პირველი ასვლის ერთ-ერთი მოთავე (1923). მყინვარწვერზე ავიდა ხუთჯერ, თითოჯერ - იალბუზსა და ცენტრალური კავკასიონის მრავალ მნიშვნელოვან მწვერვალზე. დაიპყრო არაერთი გეოგრაფიული მწვერვალი (მყინვარწვერზე პირველი ასვლისას დაღუპვისაგან იხსნა ექსპედიციის წევრი), შეაგროვა მეცნიერულ-საზოგადოებრივი მნიშვნელობის მრავალი მასალა. გარდაიცვალა სვანეთის გზატკეცილის გაყვანის დროს სამშენებლო სამუშაოებზე. მთამსვლელი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. აგრონომისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ აღნიაშვილის შვილი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.233; facebook.com

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ერთ-ერთი დამფუძნებელი

Share: