Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ყიფშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სოღოლაშენი, გორის მაზრა. დაამთავრა რაინ-ვესტფალიის უმაღლესი ტექნიკური სკოლა 1908 წელს ქ. აახენში. 1919 წელს მიიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში გერმანული ენის მასწავლებლად, ხოლო 1919 წლის 29 ნოემბერს უნივერისტეტის პროფესორთა საბჭომ, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობით, მინერალოგიის კათედრის ასისტენტად დაამტკიცა. 1928-1938წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მან, ა. თვალჭრელიძესთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა კრისტალოგრაფიისა და მინერალოგიის სწავლებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი შრომებიდან აღსანიშნავია "გეომეტრიული კრისტალოგრაფია"(1935) და მინერალოგიის პირველი სახელმძღვანელო (1938), რომლის თანაავტორებიც არიან გ. გვახარია და გ. ძოწენიძე. საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.471 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |