The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ყიფშიძე

ილია ყიფშიძე
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:1953  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სოღოლაშენი, გორის მაზრა.

დაამთავრა რაინ-ვესტფალიის უმაღლესი ტექნიკური სკოლა 1908 წელს ქ. აახენში.

1919 წელს მიიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში გერმანული ენის მასწავლებლად, ხოლო 1919 წლის 29 ნოემბერს უნივერისტეტის პროფესორთა საბჭომ, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობით, მინერალოგიის კათედრის ასისტენტად დაამტკიცა. 1928-1938წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მან, ა. თვალჭრელიძესთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა კრისტალოგრაფიისა და მინერალოგიის სწავლებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი შრომებიდან აღსანიშნავია "გეომეტრიული კრისტალოგრაფია"(1935) და მინერალოგიის პირველი სახელმძღვანელო (1938), რომლის თანაავტორებიც არიან გ. გვახარია და გ. ძოწენიძე. საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.471

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: